პირის ღრუს ირიგატორი bitvae C6 - თეთრი

პირის ღრუს ირიგატორი bitvae C6 - თეთრი view 1
1 / 1

პირის ღრუს ირიგატორი bitvae C6 - თეთრი

97.50 ₾
195.00 ₾
-50%
მარაგის შემოწმება...
bitvae
მარაგის შემოწმება...
ახალი
უფასო მიწოდება

აღწერა

Bitvae C6 
მოკლე აღწერა: 
• წყალგაუმტარი
• წმენდის 15 კომბინაცია
• მუშაობის ხანგრძლივობა სრულ დამუხტვაზე: 40 დღე
• დამუხტვის ხანგრძლივობა: 4 სთ
• თავაკების რაოდენობა: 6 ცალი (4 სტანდარტული, 1 ორთოდონტიული ,1 ენის) 
• წყლის რეზერვუარი: 300 მლ
• გარანტია: 2 წელი


დეტალური აღწერა: 
ირიგატორს აქვს 3 რეჟიმი და 5 ინტენსივობა, რაც წმენდის 15 კომბინაციას წარმოქმნის, ეს უზრუნველყოფს ირიგატორის მაღალ ეფექტურობას ნებისმიერი საჭიროებების შემთხვევაში. 
ირიგატორს აქვს 300 მლ-იანი ავზი, რაც დამატებითი შევსების გარეშე ერთ სრულ პროცედურას ყოფნის. დენტალური ირიგატორი აღჭურვილია DC-USB კაბელით, რომელიც თავსებადია 5V1A ადაპტერთან ან USB პორტთან, როგორიცაა ფოვერბანკი, ლეპტოპი და ა.შ
ირიგატორი აღჭურვილია 4 სტანდარტული, 1 ორთოდონტიული და 1 ენის საწმენდი თავაკით. 
თავაკები 360°-ით ბრუნავს, რაც უზრუნველყოფს ღრმა წმენდას ყველაზე რთულად მისადგომ ადგილებშიც კი. 

დამატებითი მახასიათებლები: 

ირიგატორს აქვს წმენდის 3 რეჟიმი: 

ინტენსიური (jet): წყლის ნაკადის კონტროლი, რაც უზრუნველყოფს პირის ღრუს უფრო საფუძვლიან და ზუსტ წმენდას, განსაკუთრებით რთულად მისადგომ ადგილებში. 

სტანდარტული წმენდა (clean): კბილებს შორის არსებული მცირე ნაწილაკების მოცილება.

მასაჟი (massage) : კბილების ღრმა წმენდა, ღრძილების სტიმულირება და მასაჟი. 

ასევე ინტენსივობის (სიმძლავრის) 5 რეჟიმი. 
ჯამში ეს წარმოქმნის წმენდისთვის საჭირო 15 განსხვავებულ კომბინაციას.

ბრენდის შესახებ

Bitvae არის თანამედროვე პირის ღრუს მოვლის ბრენდი, რომელიც მიზნად ისახავს ყოველდღიური სტომატოლოგიური ჰიგიენის გამარტივებასა და გაუმჯობესებას. ბრენდი სპეციალიზდება ინოვაციური ელექტრო კბილის ჯაგრისების, წყლის ფლოსერებისა და სხვა პირის ღრუს მოვლის პროდუქტების შექმნაში, რომლებიც აერთიანებს მოწინავე ტექნოლოგიას, ეფექტურობას და ხელმისაწვდომ ფასს.

Bitvae-ის პროდუქცია გამოირჩევა ჭკვიანი ფუნქციებით, თანამედროვე დიზაინით და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით. ბრენდის ზოგიერთი ელექტრო კბილის ჯაგრისი დამტკიცებულია ამერიკის სტომატოლოგიური ასოციაციის (ADA) მიერ, რაც ადასტურებს მათ ხარისხსა და უსაფრთხოებას.

Bitvae ცდილობს მაღალი ხარისხის პირის ღრუს მოვლა გახადოს მარტივი, კომფორტული და ყველასთვის ხელმისაწვდომი.

მახასიათებლები

ფერი
თეთრი